ქუთაისში საახალწლო ღონისძიების მუსიკალურად გაფორმებისთვის ნიკა ნიკვაშვილს ბიუჯეტიდან 53 572 ლარს გადაუხდიან – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავცელებს.
ონლაინგამოცემა წერს რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 მილიონ 800 ათას ლარს დახარჯავს.
როგორც “ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
“ნეტგაზეთისთვის” ცნობილი გახდა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების ხარჯები.
100 ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.