20 საათზე ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილის განცხადებით ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 49 652 ამომრჩეველი მივიდა, რაც რეგისტირებული ამომრჩევლის 32.47%-ია. გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობამ 44.53% პრიცენტი შეადგინა
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.
რაც შეეხება დარღვევებს, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ერთი საჩივარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ქუთაისში 77 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ქალაქში სულ 153 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია, მათგან რვა ჰქონდა ქუთაისში წარმოდგენილი პარტიული სიები, ხუთს მაჟორიტარობის 36 კანდიდატი და სამს მერობის კანდიდატები.
საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საქართველოში 300 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.










