რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. საკონტრაქტო ფირმა შპს „ორიენტირი“ მთელი ღამის განმავლობაში გზის საფარის დაგებას ახორციელებდა. ამ დროისათვის ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა დაესწრნენ.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალურად აღდგენას გულისხმობს, დადგენილ ვადებში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდი ავრცელებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.










