ქუთაისში გრძელდება საკვები პროდუქტების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ვაკისუბნისა და სულხან- საბას მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად, დღესაც რამდენიმე ოჯახში მიიტანა სასურსათო ამანათი. თითოეული ოჯახისთვის 250 ლარის ღირებულების პროდუქტი შპს „ამბიკონ სტილსმა“ საკუთარი ინიციატივით შეიძინა.
„კერძო კომპანიების თანადგომით დღემდე ბევრ ჩვენ თანაქალაქელს დავეხმარეთ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა , პანდემიასთან ბრძოლის პირველივე დღიდან , განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა და მათ პირველადი მოთხოვნის საკვებით პერიოდულად ამარაგებს“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
“მენეჯმენტის მიზანი იყო დახმარებოდა ადამიანებს ვისაც ეს დღეს ნამდვიალდ სჭირდება თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას რაც არსებობს პანდემიის კუთხით მსოფლიო მასშტაბით.” – განაცხადა შპს ამბიკონს სტილსის გენ მენეჯერმა ამკიტ კიშორეკურიამ.
სასურსათო ამანათები ამჯერად ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.