LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?

ქუთაისში პირველკლასელთა რეგისტრაცია „ტერიტორიული პრინციპით” მოხდება

დაპოსტა 2026/02/18-ში
A A
910
ნახვა
გაზიარება
🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
📍2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.
🗓️2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:
✅I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
🗓️პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.
ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
✅II ეტაპი – ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
✅III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია – 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.
✅IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
✅V ეტაპი – ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
გაზიარება364

დაკავშირებული -პოსტები

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დეიდა დააკავეს
მთავარი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლის გოგონას, გაბრიელა ლახინას გარდაცვალების საქმეზე მისი დეიდა დააკავეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების ვერსიის თანახმად, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კრისტინა...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითადმოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის...

დაწვრილებითDetails

„მღეროდა – უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო…“ – ახალგაზრდა ქალს ამერიკის ქართული ემიგრაცია დაემშვიდობა

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
„მღეროდა – უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისშიო…“ – ახალგაზრდა ქალს ამერიკის ქართული ემიგრაცია დაემშვიდობა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი თეონა დიდბერიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძოდა. თეონას მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „მე მომერიდა ფოტოს გადაღება... ეს ფოტო ეკლესიის გვერდმა დადო და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, დამატებითი რეისები დანიშნა. რეისები შესრულდება თბილისი - ბათუმი - თბილისი და თბილისი - ფოთი - თბილისის მიმართულებით, 14 აპრილამდე. ბილეთების შეძენა...

დაწვრილებითDetails

10 მნიშვნელოვანი აკრძალვა წითელი პარასკევისთვის

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

აღდგომამდე დიდ პარასკევს არსებობს აკრძალვები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა დაიცვათ. არ შეიძლება მძიმე შრომა, ალკოჰოლის დალევა, ჩხუბი. არსებობს სხვა აკრძალვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობა და ჯანმრთელობის გაუარესება. ამ დღეს შეუძლებელია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

დღეს ყველა მოქმედ ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდება

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
დღეს ყველა მოქმედ ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდება
მთავარი

დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ამ დღეს, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
მთავარი

დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეა. წითელი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ. ტროპარი რაჟამს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
მოსალოდნელი ამინდის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ამინდი

10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 10, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 725 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.52%-ით კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"