ქუთაისში აქციის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ნინო დათაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
მას თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
ქუთაისში აქციები 207-ე დღეა იმართება.