ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია. აზერბაიჯანის მოქალაქე ქუთაისში რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
როგორც ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.
„მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, ღვიძლი. აღენიშნებოდა ბარძაყის, წვივის, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებს ირაკლი გოგინავა.
ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩა მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.