ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩა მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მრავლობითი მოტეხილობებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციები ჩაუტარდა.
კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის, ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.
დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.