ქუთაისში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.
სკაბიესის, ე.წ. მუნის შემთხვებზე საუბრობენ სკოლებში და ბაღებში. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით სკაბიესის შემთხვევა დაფიქსირდა სამ სხვადასხვა სკოლაში , სამ სხვადასხვა მოსწავლეში , დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების დაცვით სკოლის ექიმის ჩართულობით, მიღებულია შესაბამისი ზომები- აცხადებენ უწყებაში.
ოფიციალური სტატისტიკისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც მივმართეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ისინი ე.წ. მუნის შემთხვევების სტატისტიკას არ აღრიცხავენ.- წყარო: mshoblebi.ge
ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს:
ბოლო პერიოდში გახშირდა დაავადება მუნი (ბღერი) რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

მუნი (ბღერი) — Scabies
მუნი — ეს არის გადამდები პარაზიტული კანის დაავადება, რომლის გამომწვევია ტკიპა Sarcoptes scabiei var. hominis.
დაავადების მექანიზმი უკავშირდება ტკიპის შეღწევას კანის ზედაპირულ ფენებში, სადაც იგი დებს კვერცხებს.

გადაცემის გზა
მუნი გადაეცემა ძირითადად:
უშუალო, ხანგრძლივი კანთან კონტაქტით დაავადებულ პირთან;
იშვიათად — არაპირდაპირად, საერთო ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის ან პირსახოცის გამოყენებით.
ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანთა თავშეყრის ადგილები საცხოვრებელ სივრცეში (ოჯახები, ბაღები, სკოლები, კოლექტიური დაწესებულებები).
კლინიკური სურათიძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
კანზე წვრილი წითელი გამონაყარი
ტიპიური ლოკალიზაციაა:
თითებს შორის, მაჯები, იდაყვები, იღლიები, მუცელი, დუნდულოები, ქალებში მკერდის არე, მამაკაცებში სასქესო ორგანოები.ხშირად ქავილი გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ალერგიული რეაქციით ტკიპის ნარჩენებზე.

დიაგნოზის
კლინიკური ნიშნების შეფასებით (ქავილი, გამონაყარი, ტიპური ლოკალიზაცია) თუმცა ვხვდებით ატიპიურად მიმდინარესაც
საჭიროების შემთხვევაში ტარდება მიკროსკოპიული გამოკვლევა, რომლითაც შესაძლებელია ტკიპის ან მისი კვერცხების აღმოჩენა კანის ზედაპირზე

მკურნალობა
მკურნალობის მიზანია პარაზიტის სრული ელიმინაცია.
ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანტიპარაზიტული თერაპია:
პერმეტრინის 5%-იანი კრემი – ძირითადად პირველი არჩევანია;
მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს არა მხოლოდ დაავადებულს, არამედ მის ი ოჯახის ყველა წევრს, პარტნიორებს და სხვას.
საჭიროა ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია — გარეცხვა მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე

პროფილაქტიკა
საერთო ტანსაცმლისა და თეთრეულის არ გამოყენება;
ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში დროული კონსულტაცია დერმატოლოგთან;
სკოლებში და კოლექტიურ დაწესებულებებში — პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება

ეპიდემიოლოგიური ტენდენცია
ბოლო თვეებში საქართველოში დაფიქსირდა მუნის შემთხვევების მატება — განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.
დერმატოლოგების შეფასებით, შემთხვევათა გახშირება შეიძლება უკავშირდებოდეს:
ჰიგიენური პირობების გაუარესებას,
დაგვიანებულ მიმართვებს და თვითმკურნალობას.
