ქუთაისში მოსკოვის ქუჩის სახელის შეცვლას გეგმავენ – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” ავრცელებს.
”პარასკევს 5 ივნისს შევხვდებით აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და გავესაუბრებით, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და წერილს ორშაბათს 8 ივნისს შევაგრიალებთ მერიაში, ვისაც გაქვთ სურვილი მოხარული ვიქნებით თუ ამ კარგ საქმეში გვერდით დაგვიდგებით 🙂 #რუსეთიკლავს #რუსეთიოკუპანტია” – ვკითხულობთ სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










