მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს:
- გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
- ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
- ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
- მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
- ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
- გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა
წყარო: sakartvelosambebi.ge