ქუთაისში, მდინარე რიონიდან მაშველებმა ასაკოვანი კაცი უვნებელი ამოიყვანეს.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პრევენციისთვის კლინიკაში გადაიყვანა.
ცნობისთვის, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონში ქვაზე კაცი იმყოფებოდა, რომელიც მდინარის სანაპიროდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. ჯერჯერობით უცნობია როგორ აღმოჩნდა ის მდინარეში.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიცია.










