ქუთაისში “მართვე”-ს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დაახლოებით 23 000 კვადრაზე მეტი ფონდს ქუთაისის მერიამ აღნაგობის უფლებით გადასცა.
“მუნიციპალური განვითრების ფონდს გადავეცით ახალგაზრდობის გამზირზე “მართვე”-ს სტადიონი . ადგილზე არის ერთი ხელოვნურ საფარიანი მოედანი, რომელიც რეაბილიტრირებულია მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ არის აგრეთვე ბუნებრივ საფარიანი მოედანი, რომელიც არ არის რეაბილიტირებული. მუნიციპალიტეტმა გაზარდა აღნიშნული ტერიტორიის ფართი, 23 000 კვადრაზე მეტი არის უკვე და ამ რეაბილიტირებული მოედნის გვერდში მუნიციპალირუ განვითარების ფონდი მოაწყობს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით სტადიონს, თავისი სრული ინფრასტრუქტურიT, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტების. თავისი გასახდელებით, საშხაპეებით და აქ შეგვეძლება მუნიციპალიტეტტს რომ წარმატებულად განვახორციელოთ ტურნირების ჩატარება
ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო ოღონდ რა თქმა უნდა ამ სტადიონის ზომებიდან გამომდინარე.
სამი წლის 3 წლის ვადაში უნდა განახორციელოს პროექტი მუნიციპალური განავითარების ფონდმა. დავაზუსტებ რომ ეს მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით გადაეცა და არა საკუთრების უფლებით.”- განმარტა მეგა ტვ-თან საუბრისას ვალერიან სილაგაძემ – ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა










