გასულ 24 საათში დაფიქსირდა 14 ახალი შემთხვევა ქუთაისში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით 895 ტესტი ჩატარდა,მათ შორის ქალაქის ბულვარში განთავსებულ კარავშიც
”კარავშიც ვაგრძელებთ ტესტირებას, თუმცა შემცირებულია რაოდენობა და კარავში არ გვქონია არც ერთი დადებითი შემთხვევა. გადავხედავთ დინამიკას ამ დღეებში და თუ საჭიროება აღარ იქნება ავიღებთ კარავს. თავიდან ბოლომდე ყველა კონტაქტი ვიცით ვინ სად ცხოვრობს, ვინ თვითიზოლაციაშია და ვინ კარანტინშია და შეგვიძლია ვმართოთ. ყველა ახალი შემთხვევა უკავშირდება 32-ე სკოლას. ქუთაისში ამ ეტაპზე 70 პაციენტი მკურნალობს.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.