ქუთაისში კორონავირუსით ორი, 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა ბომონდში გადიოდნენ.
”ახალი კორონავირუსული ინფექციით “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანა.
პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.
“ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
რახ შეეხება ქუთაისის ინფექციურს აქ 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც იმყოფებოდა აპარატზე. პაციენტი კლინიკაში 8 ნომებერს ქუთაისიდა ნ შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 77 პაცირნტი ჰყავთ მათ შორის 1 მძიმე და 15 სტაბილური.










