2022 წლის 3 აგვისტოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კორეა-საქართველოს ხელოვნების ფესტივალი 2022.
ცნობილია, რომ კორეელი ხელოვანები, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ კულტურასა და თვითშემოქმედებას ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში. წელს კორეასა და საქართველოს ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით კორეულმა მხარემ ფესტივალის ადგილად აირჩია საქართველო და ქვეყანაში ჩასატარებელი ღონისძიების მხარდაჭერისთვის მიმართა ტურისტულ კომპანია – „კავკაზუს ტრაველს“.
ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კორეელ და ქართველ პოეტთა შემოქმედებითი საღამო/სემინარი; დისკუსია პოეზიაზე და ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ: კორეელი პოეტები და ხელოვანთა ჯგუფი – „Violet Theatre & Korean Artists“; აწსუ-ს პროფესურა რეგიონის თერთმეტ მწერალთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები: „ადილა“ და „კოლხა“.
დამსწრე საზოგადოებას 3 აგვისტოს 10:30 სთ.-დან 16 სთ.-მდე