ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ შოთა რუსთაველის მე-8 შესახვევში მოხდა.
როგორც ცნობილია ხანძარი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გავრცლეებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.