ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.
პაციენტი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გვიან ღამით გადმოიყვანეს. 51 წლის ქალი კლინიკაში თანმდევი დაავადებებით მოათავსეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას დღეს 3 გამოჯანრთელებული დატოვებს.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.