ქუთაისში გერმანელი მწერლის, ესეისტის, ეპიკური რომანების ოსტატის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლიტერატურის დარგში თომას მანის უკვდავი რომანის “ჯადოსნური მთის” 100 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა. საღამოს ორ ნაწილიანი იყო. პირვველი ნაწილი “ჯადოსნური მთის” შესახებ სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვას დაეთმო. დასასრულს კი რეზო ჩხიკვიშვილისა და მომღერალი ნინო შატბერაშვილის კონცერტი გაიმართა.
თომას მანის საერთაშორისო საზოგადეობა საქართველო მიმდინარე წლის აპრილში დაარსდა. ის პირველია ამიერკავკასიაში. მეცნიერული საზოგადობა გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციას ემსახურება.