ქუთაისის საჯარო სკოლებში „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს. პირველი ეტაპის ტესტირებას თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები უწევენ ორგანიზებას. II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე, ვინც მინიმალურ ქულათა ბარიერს გადალახავს „ეტალონისგან“ სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.