ქუთაისში დღეს საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025”-ის იხსნება. ფესტივალს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. დღეს 18 ივნისს, 19:00 საათზე, მაყურებელი ამავე თეატრის სპექტაკლს ,,იმერული რექვიემს” იხილავს.
ფესტივალში ,,თეატრალური იმერეთი” თორმეტივე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრები, ასევე სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალს აზერბაიჯანისა და იტალიის თეატრები უერთდებიან.
ფესტივალს წელს 29 ივნისს სტუმრის სტატუსით ეწვევა რუსთაველის ეროვნული თეატრი სპექტაკლით ,,მილიონერი ნაპოლი”. ამ სპექტაკლზე დასწრება ფასიანი იქნება.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის 15 სპექტაკლი მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანზე დასწრება თავისუფალია.
იხილეთ სრული განრიგი:
ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, 2 ივლისს დასახელდებიან გამარჯვებულები.
პროექტს უკვე თექვსმეტი წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.