ქუთაისში მამაკაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს დენმა იმ დრო დაარტყა, როდესაც საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრის გაკვრას ცდილობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ, დენი არ გათიშა და ისე მუშაობდა შიშველ სადენებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.