ქალაქის მერიასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ყვავილებით ვაჭრობა აუკრძალა.
როგორც გარემოვაჭრეები განმარტავენ, ისინი ბაზრის ტერიტორიაზე ვერ შედიან, რადგანაც მინდვრის ყვავილების გაყიდვით გადასახადის გადახდას ვერ ახერხებენ.
ისინი დახმარებას და მერთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.