ქუთაისში გამოკვლეული 207 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი, მათ შორის 20 მედპერსონალია. ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებია.
ამ დროისთვის წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12.










