ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტები და საჩუქრები გადასცეს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძესთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სახლებში სტუმრობდნენ.
,,ქუთაისის მერიის სპეციალური პროგრამით 150-მდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი სარგებლობს. ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტული რჩება ამ პატარების თერაპიის კურსის დაფინანსება და მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ყველა პროგრამას, რომელიც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ
მერიის მიერ დაფინასებულ სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობა მიმდინარეობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ინდივიდუალურ განვითარებაზე, მათი მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბებაზე, გარემოსთან ადაპტაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს დღის ცენტრები დროებით არ მუშაობს, ქუთაისის მერიას მათთვის დაფინანსება არ შეუწყვეტია. საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ, დღის ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და ბავშვებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.










