ქუთაისში ავტოავარიას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით სულხან-საბას ქუჩაზე მოხდა.
როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი ქალი ეკლესიაში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპარტულო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ასაკოვანი ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.