ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.