ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, ე.წ. პლაშადკის ასასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორი ავტომობილი ერთმანეთს მოსახვევში შეეჯახა, მათივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთეზე მოძრაობა შეფერხებულია.