LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ქუთაისშიც მოიმატა კორპუსების მშენებლობამ, ასევე გაძვირდა მიწები ქალაქშივე…”

დაპოსტა 2026/01/12-ში
316
ნახვა
გაზიარება

ბოლო რამდენიმე წელია, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა შეინიშება ქვეყნის სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

„მიწის ნაკვეთებზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ დიდი ქალაქები, უშუალოდ ქალაქის პერიმეტრები და მერე უკვე უფრო ქალაქგარეთა ტერიტორიები.

რაც შეეხება ქალაქებს, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი და რუსთავი. ამ დიდი ქალაქებში საკორპუსე მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა არ გაჩერებულა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ სოლიდური მოთხოვნა გაჩნდა რუსთავზე. ასევე, მოთხოვნა გაჩნდა თელავზე, ქუთაისსა და ბათუმზე. ბოლო 5 წლის ჭრილს თუ ავიღებთ, ამ სიას მზარდი მოთხოვნის კუთხით დავამატებდი კიდევ მარნეულს. მოთხოვნის ზრდამ, ბუნებრივია, ფასების ზრდაც გამოიწვია მიწის ნაკვეთებზე.

რაც შეეხება თბილისს, ვიცით, რომ თბილისში ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნა საკორპუსე მიწებზე. თუმცა, დედაქალაქში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა კერძო სახლებზე. თბილისის მოსახლეობა ხვდება, რომ აქ ცხოვრება წლიდან წლამდე აუტანელი ხდება და ყველა ცდილობს, გავიდეს ქალაქგარეთ. ამიტომაც, ყიდულობენ ძირითადად ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც გამოსადეგია კერძო სახლებისთვის.

ზუსტად იგივე ხდება უკვე ქუთაისშიც. გარდა იმისა, რომ მოიმატა კორპუსების მშენებლობამაც. გაძვირდა მიწები ქალაქშივე, რადგან როგორც უკვე გითხარით, მოთხოვნადი გახდა კორპუსებისთვის. ამ დროს კი თვითონ ქუთაისელებმა დაიწყეს ქალაქის მიმდებარედ საცხოვრებლად გადასვლა. მაგალითისთვის, ავიღოთ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა. ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილია ქუთაისელებისთვის. დაიწყო მაგ ტერიტორიის მასშტაბური განვითარება. ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი იყიდება კერძო სახლის ასაშენებლად. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი ძალიანაა გააქტიურებული როგორც კორპუსების, ასევე კერძო სახლების მშენებლობის კუთხით.

ჯერჯერობით, არის ძალიან დაბალი ფასები შემოგარენში. რომ ავიღოთ წყალტუბოსკენ მიმავალი გზა, რაზეც ვსაუბრობდით, შეიძლება 10 დოლარად იყიდოთ მიწის ნაკვეთი. ანუ 500 კვადრატულ სამოსახლო ნაკვეთში იხდით 5000 დოლარს. მანქანას ვეღარ ყიდულობს ადამიანი მაგ ფასად დღეს. ჯერ ძალიან იაფია, შესაბამისად, ბევრ ქუთაისელს მიუწვდება ხელი და ყიდულობენ კიდეც მასიურად. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფასები აუცილებლად მოიმატებს.

პიკის საათებში, ცენტრალურ ქუჩებზე უკვე ქუთაისშიც შეუძლებელია გავლა. საცობები გვაქვს იქაც. საცობების, გამონაბოლქვისა და ეკოლოგიის პრობლემა დიდ ქალაქებში ყველგან დადგება რაღაც პერიოდის შემდეგ. ამაზე ყველა ფიქრობს, ყველას ადარდებს საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარეა, რომ ასე აქტიურად ფიქრობენ სააგარაკე სახლებზე. სააგარაკე სახლები, რომლებსაც ქუთაისელები ქუთაისის გარშემო იშენებენ, მაქსიმუმ 10 წელიწადში ძირითადი საცხოვრებელი ადგილი გახდება მათთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 10 წელიწადში ქუთაისელები ქუთაისში აღარ იცხოვრებენ, ისევე როგორც თბილისელები აღარ იცხოვრებენ თბილისში“, – „ბიზნესპრესნიუსს“ Brokeri.ge-ის დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განუცხადა.

გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

იანვარი 27, 2026
412
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 27, 2026
336
მთავარი

ვერძი   თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ პირად თუ სამსახურებრივ სფეროში, ნუ იწუწუნებთ, გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობითა და თავდაჯერებულობით ყველაფერი გამოგივათ.   კურო   არის ალბათობა, მოშურნე კოლეგებმა თუ სხვებმა...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
797
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
562
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.7k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
1.1k
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
103
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
568
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
400
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».