ქუთაისს დღეს ბერლინთან ახლოს მდებარე ქალაქ ერკნერის „ხელოვნების მოყვარულთა კავშირის“ წევრები ეწვივნენ . გერმანელი სტუმრები საქართველოში გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნატო აბესაძის შუამდგომლობით უკვე მეოთხედ იმყოფებიან. ნატო აბესაძემ მათ ქუთაისის აეროპორტში მხატვარ ლევან გოგიტაძესთან ერთად გულთბილი შეხვედრა მოუწყო. ვიზიტის მიზანია მოინახულონ მათი პარტნიორი ქუთაისის მხატვართა კავშირი და სამხატვრო სტუდიები ქუთაისსა და თბილისში. ვიზიტის ფარგლებში ხელოვნების მოყვარულები ლევან გოგიტაძის სამხატვრო სტუდიას ეწვევიან და „ახალგაზრდული ხელოვნების პროზის” საერთაშორისო კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდებიან, ასევე დაგეგმილია ვიზიტი გალერეა ვარლასა და სულაკაურების სამხატვრო სტუდიაში.
განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...









