„ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტი აგვისტოდან ეყოლება“-ამის შესახებ ქუთაისის მერმა მეგა ტვ-ის ეთერში გადაცემა „დისკურს“-ში ისაუბრა.
„მარტი ცხადდებოდა საკითხის გადაჭრის დროდ . ავტობუსების ტენდერი უკვე დასრულებულია, შეკვეთა უკვე მიცემულია, მიმდინარეობს აწყობა ავტობუსების, პარალელურად დასრულდა ავტოპარკის ტენდერი, რაც უნდა დავახვედროთ ამ ავტობუსებს და პროცესებიდან გამომდინარე თუ არა შეგვეშალა ხელი აგვისტოში ჩვენ ჩვენი ავტობუსები გვეყოლება „-განაცხადა მერმა