ქვეყნის მასშტაბით 236 ასაცრელი პუნქტი უკვე მზადაა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ტურისტული სეზონის ფონზე, მასობრივი ვაქცინაციის ეფექტური მართავა აუცილებელია, რათა ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს.
საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება. ასაცრელი პუნტქების რაოდენობის ზრდასთან ერთად, არ არის გამორიცხული აცრის გაკეთება “ცოცხალი რიგითაც” იყოს შესაძლებელი.
საკოორდინაციო საბჭოს გეგმის მიხედვით, დღეში 10 000-დან 15 000-მდე აცრა გაკეთდება.










