ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი გადაეცა.
ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა გადასცა.
ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ქუთაისის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში, მომზადდა სიტუაციური ანალიზის მიგნებების და რეკომენდაციების ანგარიში, ბავშვებთან საკონსულტაციო ფორმატში შეიქმნა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
შედეგად, ქალაქი გადავიდა ბავშვზე მორგებული ინიციატივის შემდეგ ეტაპზე და მიიღო კანდიდატი ქალაქის სტატუსი. სინქრონები: იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერი ხასან ღალილი_გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.