საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი 2010” სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ბათუმი” დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგი 3 შეხვედრა 7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
გამარჯვების მიუხედავად კალათბურთის გულშემატკივრები განაწყენებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი, ფულშემატკივარი მიშიკო მუმლაძე თავის ფეიბუკზე წერს რომ ქუთაისში კალათბურთი კვდება და ამაში ის ქალაქის მერს ადანაშაულებს.
“გიორგი ჭიღვარია მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა – ქუთაისში კალათბურთი კვდება”