ხაჭაპურის ფესტივლაზე ქუთაისი ვიზიტორთა რჩეული გახდა.
ფესტივალი 19 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიმრათა.
ფესტივალი რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს მოიცავდა და ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო – ბელა კუპრავა
ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია – რესტორანი „მენძელი“
ყველაზე სწრაფი მცხობელი – დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)
საუკეთესო მცხობელი – ნელი ბოჭორიშვილი
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური – „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან
მომავალის ხაჭაპური – კოლეჯი ,,ახალი ტალღა“
საუკეთესო ხაჭაპური – რესტორანი „შინ და გორი“
ვინ არის იმერელი ქალი, რომელიც ხაჭაპურის საუკეთესო მცხოველად დასახელდა (+ფოტო)
ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.
ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.