საგარეუბნო მატარებელმა, მარშრუტით ქუთაისი – საჩხერე – ქუთაისი, მგზავრთა მომსახურება განაახლა
განახლებული სარკინიზო მარშრუტით მგზავრებთან ერთად, ზესტაფონის მერმა -ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ -მამუკა მოდებაძემ ადგილობრი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელთან -ლაშა გველესიანთან და “საქართველოს რკინიგზის” სადგურ ზესტაფონის უფროსთან რამაზ ფერაძესთან ერთად იმგზავრეს და მოსახლეობის შეფასებები მოისმინეს აღდგენილი სარკინიგზო ხაზის შესახებ.
“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, რომელთაც გაითვალისწინეს მოსახლეობის ინტერესი და საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე აღადგინეს. სარკინიგზო ტრანსპორტით მდ ყვირილას, ამ ულამაზეს ხეობაში მცხოვრები, უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს დიდი შეღავათი იქნება მათთვის” – ვასილ გველესიანი
საგარეუბნო მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან დილის 06 : 00 სთ – ზე გამოდის. მარშრუტის ხანგრძლივობა საჩხერის სადგურამდე 3 საათი და 30 წუთია. გარდა ძირითადი სადგურებისა, საგარეუბნო მატარებელი, მუნიციპალიტეტების არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ბაქნებზე ჩერდება, მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.