გუშინ , ქუთაისი-თერჯოლის გზაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.