ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ამის შესახებ “ახალგაზრდა გიდები ასოციაცის” ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი “ბიზნესპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ვენის მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ხაზი საქართველოსა და ევროპას შორის. ვენის აეროპორტი თვითონ არის ჰაბი შუაგულ ევროპაში. შუაგული ევროპიდან კი უამრავი მიმართულებით იშლება ფრენები. ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. ამის გამო როგორც ქართველები, ისე უცხოელები აქტიურად იყენებდნენ ქუთაისი-ვენის მიმართულებას.
მკითხველმა ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს მხოლოდ ერთი რომელიღაც მიმართულება გაუქმდა, ეს იყო მთავარი დამაკავშირებელი ხაზი, როგორც საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტებისათვის, რომლებიც იყენებდნენ ვენის აეროპორტს, რომ აქ მოხვედრილიყვნენ, ისე საქართველოს მოქალაქეებისა თუ აქ მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობდნენ.
ვენა ჩანაცვლდა ბრატისლავათი და ცხადია, ბრატისლავა იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს, რასაც ვენა თავის დროზე ასრულებდა. ბრატისლავა იქნება განაგრძეთ კითხვა









