ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ქეთი ბერძენიშვილს ხვალ, 14 ნოემბერს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში გაიმართება, საიდანაც ჟურნალისტს 14:00 საათზე ჩამოასვენებენ.
ხვალვე, 13:45 საათზე, საქარათველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან, სამოქალაქო თეატრის ორგანიზებით მდუმარე პერფორმანსი – “ქუთაისი ვარ მე” გაიმართება.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ყვავილებით ხელში ქუთაისზე უზომოდ შეყვარებულ, მისთვის დაუღალავად მებრძოლ ქეთი ბერძენიშვილს მეგობრები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.










