”ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე“ – ამ სლოგანით ქუთაისში აქცია გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე სამოქალაო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხვიჩა ვაშაყმაძე აცხადებს ანტისემიტიზმი განსაკუთრებით უცხოა ქუთაისისთვის, ქალაქისთვის, სადაც ებრაელები და ქართველები დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ:
„საქართველოსთვის უცხოა ანტისემიტიზმი, მით უფრო ქუთაისისთვის, რომელიც კლასიკური ნიმუშია ქართველთა და ებრაელთა ისტორიული თანაცხოვრებისა. ჩვენი დღევანდელი გზავნილი არის ის, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ერთეული ადამიანების განცხადებები ხელს ვერ შეუშლის“, – ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ცნობისთვოს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ,რამდენიმე დღის წინ, ქადაგებისას ანტისემიტური გამონათქვამები გამოიყენა. პროტესტი სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა.









