ქუთაისში საარჩევნო პროცესი დაიწყო. 27-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული პირველი ამორჩეველი უკვე გამოჩნდა.
როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკივრვებელი აცხადებს უბანი დაგვიამებით გაიხსნა და პირველ ამომრჩეველს მოუმზადებელი შეხვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მან საჩივარი უკვე დაწერა. ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ჩანაცვლება მოხდა, რამაც შეაფერხა პროცესი. ასევე ამომრჩევლებისთვის არ იყო მომზადებული სიები, კალმები, კონვერტები, რეგისტრატორებისთვის ხელის სადეზინფექციო ხსნარები.
ქუთაისში სულ 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან 6 სპეც უბანი, სადაც თვითიზოლაციაში და სამედიცბო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების ხმებს დათვლიან, ერთიც ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ხმის მისაცემად სამედიცინო დაწესებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფი დააახლობით 400-400-მდე ამორჩეველია დარეგისტრირებული. მათ ცესკო გადასატანი ყუთით მოემსახურება . ქუთაისში მთლინობაში 156 267 ამომრჩეველია.
ცნობისთვის ქუთაისელ ამოკრჩეველს 31 ოქტომბერს, 50 პოლიტიკურ სუბიექტს , 22 მაჟორიტარობისა და 8 მერობის კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. 2020 წლის საპარლანეტო არჩევნების შედეგად მოქალაქეები 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, დანარჩენი 120 მანდატი კი პარტიების მიერ აღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება, ანუ , რაც მეტ ხმას მიიღებს პარტია მით უფრო მეტი დეპუტატის შეყვანას შეძლებს იგი პარლამენტში. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი კი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება.