ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 10 905 000 ლარით გაიზარდა და 126 მილიონ 416 400 ლარს შეადგინა.
ცვლილებების შესახებ ცნობილი საკრებულოს სხდომაზე გახდა. ქალაქმა თანხა რეგინალური განვითარების ფონდიდან მიიღო.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით თანხა ძირითადად ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
დავით ნიშნიანიძის განმარტებით თანხიდან 5 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე, 2 მილიონი სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციაზე, 1 მილიონ 200 000 ლარი კი გამწვანებაზე დაიხარჯება.
მისივე თქმით, 880 000 ლარით გაიზრდება “ქუთგანათების სერვისის” ბიუჯეტი და აღნიშნული თანხის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე შადრევნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.
ამასთან, 250 000 ლარით გაიზრდება შპს ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის ბიუჯეტი და ეს თანხა სარემონტო სამუშაოებისთვის დაიხარჯება.
ქუთაისის ბიუჯეტი ამ დროისთვის 126 მილიონ 416 400 ლარს შეადგენს.










