ქუთაისის ძაღლთა თავშესაფარის გაფართოება პრობლემას ვერ მოხსნის – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, ტურიზმთან დაკავშიერბით გამართულ დისკუსიაზე მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მაწანწლა ძაღლების საკითხი ეს არ არის ის, რასაც ქუთაისი მარტო გადაწყვეტს . ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება სამინისტროსთან , რომ რეგიონულ დონეზე გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა. საჭიროა ერთობლივად, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობით მოხდეს ამ საკითხის მოწესრიგება და კოორდინაციაში ვიყოთ ერთმანეთთა , რადგან ხშირად არის ძაღლების გადასვლა გადმოსვლის საკითხი და ერთი თავშესაფრის არსებობით ეს საკითხი ვერ მოწესრიგდება, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ეს თავშესაფარი. ქუთაისის შემთხვევაში მაგალითად თუკი გაფართოებაზე ვისაუბრებთ ეს პრობლემას ვერ მოხსნის.” – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.