ლუგარის ლაბორატორიაში კლინიკიდან 15 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მუკბანინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 19-მა პაციენტმა მიმართა.
ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით მათგან ერთს შესაბამის ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.










