ქუთაისში ადვოკატებმა პატიმრების ოჯახის წევრებმა მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი ამნისტიის კანონპროექტის გადახედვას მოითხოვენ. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. ისინი მოითხოვენ კანონპროექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 10 პატიმარი შიმშილობს, რომლებიც სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ. როგორც აქცის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს თუ მოთხოვნები არ შესრულდება მოშიმშილე პატიმართა რიცხი გაიზრდება:
“ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. ითხოვენ გადაიხედოს კანონები და მაქსიმალუირად კანონის ფარგლებში შეღავათი მიეცეთ. უნდა აღვნიშნო რომ უვადო პატიმრებსაც შეეხო ამნისტია. მე ვთხოვ ბატონ სარჯველაძეს რომ გაითვალისწინოს პატიმრების ეს თხოვნა და არა მოთხოვნა რომ მათ სასჯელი შეუმსუბუქონ. სულ ვამბობ და ვიტყვი რომ, არ გვყავს საქართველოში დასაკარგი ვაჟკაცები და იმ ადამიანები რომლებიც არ არიან საშიში საზოგადოებისთვის შეგვიძლია შეღავათები მივცეთ. დაახლოები10 პატიმარი შიმშილობს და ალბათ გაფართოვდება ეს წრე თუ არ იქნება ზომები მიღებული” – განაცხადა აქციის მონაწილე ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.









