ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშცილი დღე დილით ნიუ-ორკში გარდაიცვალა – ინფორმაციას ქუთასისის ყოფილი მერმი შოთა მურღულია ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
“სამწუხაროდ, დღეს დილით ნიუ-ორკში გარდაიცვალა. ბოლო 8 თვის განმავლობაში იქ მუშაობდა. გარდაცვალების მიზეზს ამ დროისათვის ადგენენ. სავარაუდოდ გული ან ინსულტია”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ნოდარ მიქიაშვილი 1980 წელს ქუთაისში დაიბადა.