ქუთაისის ფიზიკა მათემატიკის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე, მათემატიკაში ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. როგორც სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს:
,,2021 წლის 5 ივნისს ყაზახეთში გაიმართა FEMO internacionalis ( მათემატიკის ოლიმპიადა დაწყებითი სწავლების მოსწავლეთათვის) III სართაშორისო ოლიმპიადის ზაფხულის ტურის ფინალი, რომელშიც ოქროს მედლი მოიპოვა მე-4ვ კლასის (დამრიგებელი ეკატერინე ჯიშიაშვილი), მოსწავლე ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.”
ამავე ოლიმპიადაზე, ,,ვერცხლის მედალი მოიპოვა მე-4 ვ კლასის (დამრიგებელი ეკატერინე ჯიშიაშვილი), მოსწავლე დემეტრე წურწუმიამ.” სკოლასთან ერთად ვულოცავთ მათ ამ წარმატებებს და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
ფოტო სკოლის არქივიდან