ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშები გაიფიცნენ. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ უნივერსიტეტში, თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება უკვე 4 თვეა არ აუღიათ.
დასაქმებულები დახმარებასა და პრობლემის გასაჯაროებას “მთავარ არხს” სთხოვენ.
პერსონალის თქმით, ამ დროისათვის მათ პროტესტის ნიშნად მუშაობაც აქვთ შეჩერებული.