პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე, რომელიც ჩვენი მხრიდან მოიცავდა მოთხოვნას ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტის მოწოდების შესახებ, ასევე კონკრეტულ თანხასთან და ვადებთან დაკაშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გვწერს :
“მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა მიმდინარე წლის 19
ნოემბრის N 6193 თქვენი წერილი, რომელიც ეხება ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ბიბლიოთეკის რებიილიტაციას.
გაცნობებთ, რომ სამუშაოები დაიწყება ბიბლიოთეკის პერსონალის მიერ შენობაში არსებული წიგნების
სრულად გადატანის შემდეგ. სამუშაოების საორიენტაციო პერიოდი შეადგენს პროცესის დაწყებიდან 2
წელს.
სარეაბილიტაციო სამუშაოს შეასრულებს სამშენებლო კომპანია- შპს „დაგი“. პროგრამა
ხორციელდება ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
დაგეგმილია ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია. პროექტი ხორციელდება ქალაქებისა და
კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხოლო მისი ღირებულება ერთიანი ბიუჯეტის
შემადგენელ ნაწილია.”










