ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილიდან, აღნიშნულ ქუჩაზე, ი.ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან ჟ. შარტავას ქუჩის კვეთამდე, დროებით შეწყდება ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.
23 აპრილიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
N1R – ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, იმოძრავებს 9 აპრილის,
ი. აბაშიძის, ზ. განსახურდიასა და ჟ. შარტავას ქუჩების გავლით.
N1L – ქალაქის ცენტრიდან
ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, იმოძრავებს
ზ. გამსახურდიას, ჟ. შარტავას,
ი. აბაშიძის გამზირისა და
9 აპრილის ქუჩის გავლით.
N10, N20, N31 ავტობუსები, ჭავჭავაძის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, იმოძრავებენ 9 აპრილის,
ი. აბაშიძის , ჟ. შარტავასა და
ზ. გამსახურდიას ქუჩების გავლით.
ხოლო ქალაქის ცენტრიდან
ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით – ჟ. შარტავას,
ი. აბაშიძისა და 9 აპრილის ქუჩით გავლით.
N126 მიკროავტობუსი,
ი. ჭავჭავაძის გამზირიდან, ორივე მიმართულებით, იმოძრავებს
9 აპრილის ქუჩის გავლით.
ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.